კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1399

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირებას განიცდიდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი 9.200 დოლარის ქვემოთ მოექცა. კრიპტოვალუტის ფასმა კლების ტენდენცია თუ განაგრძო მომდევნო დონე 8.825 დოლარი იქნება.

თუკი კრიპტოვალუტა ამ პოზიციასაც ვერ შეინარჩუნებს მოსალოდნელია, რომ ფასი 8.638 დოლარზე აღმოჩნდეს.

ბიტკოინის კურსის ზრდის შემთხვევაში კი სამიზნე ნიშნული კვალავ 10.000 დოლარია.

თუმცა ამ ნიშნულის მიღწევამდე ბიტკოინმა ჯერ 9.410 დოლარის წინაღობა უნდა დასძლიოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გაუმჯობესებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმს პირველი წინააღმდეგობა 233 დოლარზე შეხვდება. თუკი ალტკოინმა ეს ზღვარი დასძლია ფასის მატება გარდაუვალია.

თავის მხრივ, 233 დოლარის შემდეგ მომდევნო დონე 253 დოლარი იქნება.

თუმცა, თუკი კურსი შემცირდა ფასის მოსალოდნელი ნიშნული 216 დოლარზე დაბალი დონე გახდება. თუკი ალტკოინის კურსი კიდევ უფრო დაიკლებს შესაძლოა, ეთერიუმის ღირებულება 176 დოლარამდეც კი დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის კური 0.18 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი რიპლის კურსი დაეცემა მოსალოდნელი დონე 0.16 დოლარი იქნება.

თუმცა არსებობს ფასის ზრდის შანსიც. თუკი ალტკოინის კურსი მოიმატებს ფასი 0.20 დოლარის ფარგლებში დაიწყებს მოძრაობს.

ანალიტიკოსები მხოლოდ კურსის გაუმჯობესების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი სტაბილური იყო. ეს დადებითი ნიშანია, რადგან ეს აჩვენებს, რომ ფასის კლება ნაკლებად მოსალოდნელია.

თუმცა ალტკოინის კურსი თუკი მაინც შემცირდა შესაძლოა, ფასმა 200-სა და 217 დოლარს შორის იმოძრაოს.

კურსის ზრდის შემთხვევაში კი მოსალოდნელი დონე 260 დოლარია.

ექსპერტების რჩევაა, რომ ტრეიდერებმა ამ ეტაპზე ვაჭრობისგან თავი შეიკავონ.

ლაიტკოინი

ანალიტიკოსები ლაიტკოინისგან ცვლილებებს ელოდებიან. რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 40 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

თუ ალტკოინის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა შესაძლოა, ლაიტკოინის ღირებულება 31 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს.

ფასისი ზრდის შემთხვევაში კი ლაიტკოინის დონე 51 დოლარამდე გაიზრდება.

ამჟამად, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კრიპტოვალუტის ფასის გაუმჯობესებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი