კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად განწყობილმა ადამიანებმა აშშ-ს კანონმდებლებს მიმართეს

0
722

კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად განწყობილმა ექსპერტებმა შეერთებული შტატების კანონმდებლებს მოუწოდეს, რომ ციფრული ვალუტის ლობირების მცდელობებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორმა ბრიუს შნაიერმა განაცხადა, რომ Blockchain დამცველების პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამება. მან დასძინა, რომ ტექნოლოგია არ არის უსაფრთხო და ნამდვილად არ არის დეცენტრალიზებული.

შნაიერის თანახმად, სისტემები, სადაც შესაძლებელია მთელი სიცოცხლის დანაზოგის დაკარგვა პაროლის დავიწყებით, ნამდვილად არ არის უსაფრთხო სისტემა.

სხვა კომპიუტერულ მეცნიერებთან და აკადემიკოსებთან ერთად, შნაიერმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც აკრიტიკებდა კრიპტო და Blockchain სისტემებს. შემდგომში აღნიშნული წერილი ამერიკელ კანონმდებლებს გაეგზავნათ ვაშინგტონში.

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი სტივენ დიელი მხარს უჭერს ამ იდეას. მან ასევე მოაწერა ხელი წერილს. დიელმა აღნიშნა, რომ წერილი კონტრლობირების მცდელობაა, რადგან კრიპტო მხარდამჭერები პოლიტიკოსებს მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც თავად აწყობთ.

წერილში ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ ეს სისტემა არის სარისკო, ხარვეზიანი და წარმოადგენს დაუდასტურებელ ციფრულ ფინანსურ ინსტრუმენტს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი