ბრიტანული გაზეთის მფლობელი, ალექსანდრე ლებედევი დეცენტრალიზირებულ ფინანსურ ტექნოლოგიას რევოლუციურს უწოდებს.
ალექსანდრე ლებედევმა, გაერთიანებული სამეფოს გაზეთების Evening Standard და Independent-ის მფლობელმა, რუსულ გამოცემა Novaya Gazeta-სთან ისაუბრა ციფრული ვალუტის პოტენციალზე და მის რევოლურციურ მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსების ბაზაზე აპირებს „ბანკი 2.0“ პროგრამის შექმნას.
მილიარდელმა განაცხადა, რომ ე.წ. “ჭკვიანი კონტრაქტები”, მომავალში ხალხს უმუშვრობისაგან დაიცავს.
”ამ ინფრასტრუქტურაში ჩართული ტექნოლოგიები უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის გლობალური ფინანსური სისტემის აღსადგენად”,-აღნიშნა ალექსანდრე ლებედევმა.
მან ასევე განაცხადა, რომ “ჭკვიანი კონტრაქტები” საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ ფინანსური მომსახურება შუამავლის მონაწილეობის გარეშე, თავად ბანკთან უშუალო ურთიერთობის სახით, რაც ხელს უშლის “ხარბ ბანკირებს” კლიენტების სახსრების მოპარვაში.
შეგახსენებთ რომ, რამდენიმე კვირის წინ მედიით გავრცელდა ქემერონ უინკლევოსისა და ტონი ვეისის კომენტარი.
მათ მიაჩნიათ, რომ 2020 წელი ნამდვილად არის დეცენტრალიზირებული ციფრული ტექნოლოგიების წელი, მაგრამ Blockchain-ს სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.