ტომ ლი: კრიპტოვალუტების ფასების შემცირება მოსალოდნელი აღარ არის

0
1491

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის “ზამთარი” უკვე დასრულდა. ამ განცხადებაში ტომ ლი გულისხმობს იმას, რომ ციფრული ვალუტის კურსის კლების ტენდენცია მოსალოდნელი ნაკლებად არის.

ეს განცხადება Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტომ ლი ცნობილია თავისი პოზიტიური პროგნოზებით კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ. მაგალითად, ჯერ კიდევ აპრილის მიწურლს ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი თავის ისტორიულ მაქსიმუმზე 2020 წელს დაფიქსირდებოდა.

ტექ.-ანალიტიკოსი არც სხვა კრიპტოვალუტების მიმართ არის გულგრილი. ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ტომ ლიმ განაცხადა, რომ ეთერიუმის კურსი 2019 წელს საგრძნობლად გაიზრდებოდა და ფასის ნიშნული 1.900 დოლარის ფარგლებში იმოძრავებდა.

ამასთანავე, მარტში CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლი აღნიშნავდა, რომ ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას 2019 წლის აგვისტოს თვეში დაიწყებდა. როგორც ტომ ლი აცხადებს, სწორედ ამ დროს ბიტკოინის ფასი მკვეთრად შეიცვლება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი