აშშ-ს მარეგულირებელი: რეგულაციამ ინოვაცია უნდა შეინარჩუნოს

0
1088

სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის თავმჯდომარემ, ჰიტ ტარბერტმა Blockchain სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ს ფინანსური მარეგულირებლის კრიტეტიუმები ძველმოდურია და ვერ ახდენს სათანადო ადაპტაციას კრიპტოვალუტისა და Blockchain მომხმარებლებზე.

”მე პირველი ვიქნები ვინც ინოვაციას მხარს დაუჭრს, მაგრამ მათ მთავრობები არ ქმნიან“ – განუცხადა ტარბერტმა, ენტონი პომპლიანოს გასულ კვირას, როგორც აღნიშნულ ღონისძიებაზე ციფრული ფინანსური სეგმენტის წარმომადგნელმა.

ტარბერტმა განმარტა, რომ კერძო სექტორი ხშირად ლიდერობს ინოვაციებით, მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობით.

”მე ვხედავ, რომ ჩემი, როგორც მარეგულირებლის როლი არა იმდენად ინოვაციურია, რამდენადაც ჩვენ გვსურს რომ ვიყოთ, მაგრამ სულაც არ არის ინოვაციური საზოგადოებისთვის, თუმცა უნდა გავაგრძელოთ ამის მცდელობები”,-განაცხადა ჰიტ ტარბერტმა.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 11 წლის წინ კრიპტოინფრასტრუქტურისა და Blockchain ინდუსტრიის დაბადებიდან, ზოგადად, აშშ-ს რეგულაციამ ვერ შეძლო სწრაფად განვითარებადი სექტორის ტემპის გათვალისწინება, რაც ხშირად აყენებდა მას მძიმე მდგომარებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი