ტექსასის ფასიანი ქაღალდების საბჭომ თაღლითური კრიპტო სქემა გამოავლინა

0
1478

ტექსასის ფასიანი ქაღალდების საბჭომ არალეგალური კრიპტოვალუტის ინვესტიციის სქემა გამოამჟღავნა.

საბჭომ აშშ-ში სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებული არაერთი კრიპტო ბიზნესის საქმიანობა შეაჩერა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღლითურ სქემაში ბიტკოინი გამოიყენებოდა. როგორც გაირკვა, კომპანიები ამერიკის მოქალაქეებს სწრაფ გამდიდრებას ჰპირდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ინვესტორი ტრანზაქციას განახორციელებდა უცხოური კომპანია უკვლოდ იკარგებოდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური თავისი საგამოძიებო შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს, რათა გამოამჟღავნოს კრიპტო თაღლითური გარიგება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქსელი.

ივნისის ბოლოს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, ცხადყოფს, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახური გარკვეული ტრანზაქციების ანალიზს კატეგორიულად მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხვონა ნამდვილად არ არის უსაფუძვლო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი