ევროპაში კრიპტოვალუტის დარეგულირებას მოქალაქეები ადგილობრივი მთავრობებისგან ითხოვენ

0
1035

კრიპტოვალუტის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 31,000 რესპონდენტმა მიიღო.

ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ ევროპელთა უმრავლესობას ურჩევნია ადგილობრივმა მთავრობამ ციფრული ვალუტის მარეგულირებელი სისტემა შექმნას.

Redfield & Wilton Strategies–მა ჩაატარა გამოკითხვა Euronews–ისთვის, რომელშიც გამოიკითხა 31,000 რესპონდენტი ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან.

ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ახალი კრიპტო კანონების ფონზე, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას.

31,000 გამოკითხულიდან თითქმის 60%-ს სურს, რომ მთავრობამ ფინანსური რეგულაციები ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თავად განსაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ბანკის ხელმძღვანელმა, ფრანსუა ვილერო დე გალჰამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ევროპამ კრიპტოვალუტის რეგულირება პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს ან საფრთხე შეუქმნას ციფრულ ვალუტებს მისი მონეტარული სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ცენტრალური ბანკის მმართველის აზრით, ახლა უმოქმედობა, მონეტარული სუვერენიტეტის ეროზიის მაღალი რისკის მატარებელია. მან ევროკავშირს მოუწოდა, რომ მარეგულირებელი წესები უახლოეს თვეებში წარადგინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი