ტაილანდი კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეგულაციის საკითხებზე ფოკუს ჯგუფს ქმნის

0
2475

ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფი შექმნა. გაიმართა სხდომა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომისიის მიდგომებზე კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Siam Blockchain-ი ავრცელებს.

შექმნილ ფოკუს ჯგუფში განმარტავენ, რომ ICO და კრიპტოვალუტა ნებადართლი უნდა იყოს ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული შემთხვევები.

კომისიის მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც კრიპტოვალუტასა და ICO-სთან არის დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტაილანდმა კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურა განსაზღვრა. ტაილანდის სამეფო ბრძანებულების თანახმად, ციფრული აქტივების ან ტოკენით მოვაჭრეებმა 90 დღეში რეგისტრაცია ტაილანდის უსაფრთხო ბირჟების კომისიაში უნდა გაიარონ.

იმ შემთხვევაში, თუ ბირჟები რეგისტრაციას არ გაივლიან ჯარიმა 500.000 სახელმწიფო ვალუტა ბატით უნდა გადაიხადონ, რაც 15.700 დოლარის ექვივალენტია. თუკი, რომელიმე ბირჟა არ დაემორჩილება მარეგულირებლის მიერ მოთხოვნას ჯარიმა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებით შეიცვლება.

თუმცა, ტაილანდის ფინანსთა მინისტრმა, აპისაკ ტანტოროვანონგმა იქვე აღნიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა მხარს უჭერს ICO- ს, რადგან ICO კომპანიები ოფიციალურად რეგისტრირებულები არიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი