ბერმუდის კუნძულების მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის რეგულაციის პროექტი გამოაქვეყნა

0
2189

ბერმუდის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის რეგულაციის სამუშაო ქაღალდი გამოაქვეყნა.

ბერმუდის მონეტარული ორგანოს ციფრული ვალუტის რეგულაციის პროექტი კრიპტო მომხმარებლების დაცვაზე არის ორიენტირებული. დოკუმენტში დეტალურად არის განმარტებული მარეგულირებული წესები კრიპტოვალუტის მომსახურების შესახებ.

დოკუმენტი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბიზნესის მენეჯმენტი და ტექნოლოგიური საკითხები, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს: ვაჭრობას, ტრანზაქციებს, ინციდენტების გამომჟღავნებას, “ცხელი” და “ცივი” საფულის გამართულ ფუნქციონირებას.

მარეგულირებლი ორგანოს ფინანსური ტექნოლოგიის მრჩეველი მოად ფამი აცხადებს, რომ ხელისუფლება უჭერს მხარს ჯანსაღი ციფრული აქტივების ეკოსისტემის შექმნას. ეს კი ხელს შეუწყობს “ხარისხიანი მოთამაშეების” ჩართვას, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთელ ფინანსურ სისტემაზე.

შეგახსენებთ, რომ ბერმუდის მონეტარული ორგანო ბერმუდის ფინანსური სექტორის ინტეგრირებული მარეგულირებელია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბერმუდის კუნძულების მთავრობამ ICO-სთან დაკავშირებული რეგულაციები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაამტკიცა.

მარეგულირებლის ოფიციალური განცხადების თანახმად, ICO-ს რეგულაცია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მარეგულირებელი სტრუქტურის ქვეშ განიხილება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი