საგადასახადო სამსახური Coinbase-ს შეამოწმებს

0
1388

აშშ-ს იურიდიული კომპანიის თქმით, საგადასახადო სამსახური Coinbase-ის მომხმარებლების შესამოწმებლად ემზადება.

კალიფორნიის საგადასახადო სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ინვესტორებს აფრთხილებს. გაფრთხილება არავითარ საგანგაში ინფორმაციას არ შეიცავს, მაგრამ შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სამსახური ინვესტორებს უცხადებს, რომ Coinbase-ის მომხმარებლებს სერიოზულად ეკიდება.

კომპანიის ორმაგი ლიცენზირებული საგადასახადო იურისტები აცხადებენ, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ IRS სააღსრულებო მოქმედებების ზრდას Coinbase– ის მომხმარებლების მიმართ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თავიანთ საგადასახადო და საანგარიშო მოთხოვნებს.

სპეციალისტები იუწყებიან რომ ინვესტორები შეიძლება სერიოზული ეკონომიკური და სისხლის სამართლის კანონმდებლობებით გათვალისწინებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

”თუ ვერ მოახერხეთ წარგედგინათ ბიტკოინი ან სხვა ციფრული ვალუტებით შესრულებული ოპერაციების ამონაწერები, ან არასწორად შავსეთ სადაგასახადო დეკლარაციები, სადაც არ მიგითითებიათ თქვენი კრიპტო ისტორები, ახლა სწორედ დროა რომ ეს გამოასწოროთ. აუდიტის ან სისხლის სამართლის გადასახადის გამოძიების დაწყებისთანავე, გვიან იქნება თქვენი დეკლარაციების შეცვლა ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის გამჟღავნების პროგრამით სარგებლობა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი