ბიტკოინის სამიზნე დონე 10.522 დოლარია

0
1187

6-7 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა.

5 მაისს ბიტკოინის ფასმა პირველად დასძლია 9.000 დოლარის ნიშნული.

6 მაისს ბიტკოინზე ვაჭრობა 9.268 დოლარაზე დაიხურა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 2.63%-ით არის გაზრდილი.

ამჟამად ბიტკოინის ფასი 9.300 დოლარს შეადგენს.

CoinMarketCap-ის დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 67%-ს შეადგენს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 10.522 დოლარს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაიწევს მაშინ ბიტკოინის ფასი 7.700 დოლარის დონეზე აღმოჩნდება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 200 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 1.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასის ნიშნული 206 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 მაისს, დღის მეორე ნახევრის მონაცემებით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 255.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი