დუბაის ფინანსური სერვისების ორგანომ ტოკენებისთვის მარეგულირებელი სისტემა შექმნა

0
942

დუბაის ფინანსური სერვისების ორგანომ (DFSA) მარეგულირებელი სისტემა საინვესტიციო ტოკენებისთვის დაადგინა. რეგულაცია მიზნად ისახავს ფინანსური და ტექნოლოგიური გარემოს სტიმულირებას და ასევე ბაზრის მოთამაშეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

უნდა აღინიშნოს რომ, დუბაი ციფრული ვალუტისა და Blockchain კომპანიების განვითარებისთვის მიმზიდველი ქალაქია. მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში რიპლიმ ოფიციალურად განაცხადა დუბაიში ოფისის გახსნის შესახებ.

DFSA არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო დუბაიში, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური მომსახურების კომპანიების მონიტორინგსა და რეგულირებაზე. ის ასევე ლიცენზირებს და არეგულირებს პროდუქტებსა და სერვისებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, DFSA-ს მარეგულირებელი სისტემა განსაზღვრავს საინვესტიციო ტოკენებს, როგორც „უსაფრთხოების ტოკენს ან წარმოებულ ტოკენს“.

ახალი მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნა DFSA-ს ის ნაბიჯია, რომელიც 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ Consultation Paper 138-ში წარმოდგენილ წინადადებებს ასახავს.

მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ სისტემა შექმნილია ინვესტორების დასაცავად და ბაზრის ოპერატორებისთვის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ დუბაიმ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის სისტემა 2018 წელს შემოიღო. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დუბაის სამთავრობო სტრუქტურებში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი