ბილ გეითსი: ბიტკოინთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მაქვს

0
1481

Microsoft–ის თანადამფუძნებელი, ბილ გეითსი ბიტკოინთან დაკავშირებულ კითხვებს მეტ-ნაკლებად თავს არიდებს.

CNBC-ის Squawk Box-თან ინტერვიუს დროს გეითსმა განაცხადა, რომ მას ბიტკოინში არც ინვესტიცია განუხორციელებია და არც სურდა რაიმე პროგნოზებზე საუბარი.

“მე არ ვარ ბიტკოინის მფლობელი. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია მაქვს. მოთხოვნის საფუძველზე ბიტკოინის ფასი შეიძლება გაიზარდოს ან პირიქით, კლებისკენ წავიდეს. მე არ მაქვს იმისი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბილ გეითსისა და კომპანია Microsoft-ის პოზიცია ბიტკოინთან დაკავშირებით მსგავსია. გუშინ, კომპანიის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა განაცხადა, რომ Microsoft-ი ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებას არ აპირებდა.

ინტერვიუს დროს Microsoft–ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტას განვითარებადი ქვეყნების მიღმა გადასახადების თავიდან აცილების ან უკანონო საქმიანობისთვის იყენებენ.

შეგახსენებთ რომ, 2018 წლის Reddit AMA– ში გაკეთებულ განცხადებებში ბილ გეითსი ციფრულ ვალუტას აკრიტიკებდა. ის კრიპტო ოპერაციების ანონიმურობას არალეგალურ ქმედებებთან აკავშირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი