ბრაიან კელი: მიმდინარე ბაზარი ბიტკოინის დასასრულის მომასწავლებელი არ არის

0
2752

BKCM -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან კელიმ CNBC-სთან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მიმდინარე ბაზარი ბიტკოინის დასასრულის მომასწავლებელი არ არის.

CNBC-ის გადაცემა Fast Money-ში გაჟღერებული იყო მოსაზრება, რომ თუკი ბიტკოინის კურსი 6.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდებოდა ეს კრიპტოვალუტის აღსასრულის მომასწავლებელი იქნებოდა. თუმცა, ბრაინ კელი არ იზიარებს ამ აზრს და აღნიშნავს, რომ ბაზრის განწყობა ცვალებადია.

კელიმ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტომ 6 ბირჟაზე კონკრეტული ბრძანებები გასცა. მან აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბირჟებისთვის მთავრობის მიერ შემოღებული წესები ცოტა მკაცრი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელს შეუწყობს ბირჟების გაძლიერებას.

ბოლო დროს განხორციელებულ ჰაკერების თავდასხმაზე, ბრაიან კელიმ განაცხადა, რომ Mt. Gox-მა აანაზღაურა თავისი კლიენტების დანაკარგი. ბირჟიდან ჰაკერებმა 2013 წელს 473 მილიონი დოლარი მოიპარეს. კრიპტოვალუტის ისტორიაში ეს ყველაზე დიდ ჰაკერების თავდასხმად მიიჩნეოდა, ვიდრე წელს Coincheck-დან 534 მილიონი დოლარი არ მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Bithumb-ი გახდა ჰაკერების თავდასხმის ობიექტი. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბირჟიდან 30 მილიონი დოლარი არის მოპარული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი