Time Magazine-ი გადასახადს ციფრული ვალუტით მიიღებს

0
959

Time Magazine-მა განაცხადა, რომ ციფრული გამომწერებისათვის კრიპტო გადასახადს დააწესებს.

Crypto.com–ის წამყვან ციფრულ სავალუტო პლატფორმასთან თანამშრომლობით ახლა ჟურნალი იღებს ერთჯერად კრიპტო გადასახადებს თავისი 18 – თვიანი ციფრული გამოწერისთვის.

მომხმარებლები, რომლებიც Crypto.org Coin-ით გადაიხდიან, შეძენის შემთხვევაში, მიიღებენ 10%-მდე ფასდაკლებას ნაღდი ფულით გადახდისაგან განსხვავებით. ციფრული აბონიმენტის ღირებულება 49 აშშ დოლარია.

კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და კანადაში. თუმცა გლობალური გავრცელება დაგეგმილია 2021 წლის ივლისში.

Time Magazine-ის პრეზიდენტმა, კიტ გროსმანმა განაცხადა, რომ Crypto.com–თან პარტნიორობა წარმოადგენს შემდგომი სიახლეების ახალი ტალღის დასაწყისს, რაც საშუალებას მისცემს გამოცემას დაიმკვიდროს ადგილი არსებულ თანამედროვე საზოგადოებაში.

ჟურნალის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ბჰარატ კრიშმა კრიპტოვალუტით გადახდის მიღებაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი Time Magazine-ის ციფრული გარდაქმნის შემდეგი ეტაპია.

“ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ჩართული გაზეთის რედაქცია ახალი ტექნოლოგიების მიღებაში, ასევე სხვა ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნის პროცესში”,-აღნიშნა ბჰარატ კრიშმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი