ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ყველა კრიპტოვალუტის სერვისის მომწოდებელს 18 მაისამდე ოფიციალურად დარეგისტირება მოსთხოვა.საქმე ეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებას, რისთვისაც საჭიროა ყველა კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალური რეგისტრაცია.4 მაისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სენატის მიერ მიღებული ხმების შედეგად კანონმდებლობაში შესწორება უნდა შევიდეს. შესწორება ევროკავშირის მანამდე მიღებულ ნორმას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას...
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის შემუშავებას გეგმავს, რათა სენატმა დისტანციური კენჭისყრა შესძლოს.დისტანციური კენჭისყრა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული.გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონგრესის ორივე პალატა ყოველთვის პირადად ეცნობოდა საქმის წარმოებას, მათ შორის კომიტეტის მოსმენებს, განხილვას და ამის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურას აწარმოებდა.ამ...
Blockchain--ის ონლაინ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ინვესტორმა, ტიმ დრეიპერმა კვლავ გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება ბიტკოინის მიმართ.ტიმ დრეიპერი კვლავ თავის პოზიციას ინარჩუნებს. მისი აზრით, 2023 წელს ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება.უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს ინვესტორის მხრიდან საკმაოდ თამამ ნაბიჯად შეფასადა მისი პროგნოზი. ტიმ დრეიპერის პროგნოზის მიხედვით, 2022 წლის...
ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი ახალი ინიციატივით გამოდის. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკის სურვილია, რომ ევროკავშირის მასშტაბით ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებაში ლიდერი გახდეს.21 აპრილს ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკი მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს კვლევაში და განავითაროს ციფრული ვალუტა. რასაკვირველია, ამ სახის ვალუტა ევროკავშირის მასშტაბით თავისუფლად...
Bianco Research–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ბიანკო აცხადებს, რომ იგი კრიპტოვალუტას, როგორც სარეზერვო აქტივს ისე განიხილავს.”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შემდეგი სარეზერვო ვალუტა კრიპტოვალუტა იქნებოდა",-აღნიშნა Bianco Research–ის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრის დროს.COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, ჯიმ ბიანკომ აღნიშნა, რომ ადამიანებმა კაპიტალი აშშ დოლარში დააბანდეს, რადგან დოლარი...
დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ბოლო დროს ინვესტორების მხირდან გახშირდა ტრადიციული ფულადი სახსრების ციფრულ ვალუტაში გადატანა.ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის სექტორი ფინანსური კრიზისისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.ამასთანავე, ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბლოგზე, მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომლის მიხედვითაც, კრიპტო ვაჭრობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტრადიციულ ფინანსებს.ის მკაცრად უნდა იყოს...
ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ საჭიროა მათი რეგულირება.ეს ინფორმაცია G20 სამიტში შემავალი ჯგუფის განცხადებაში წერია.G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 10 რეკომენდაცია არის წარმოადგენილი. რეკომენდაციები ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სისტემას ეხება.ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა კვლავ განსჯის...
ეკონომისტი ჯონ ვეზი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი Facebook-ის კრიპტოვალუტასთან კონკურენციაში იმყოფება.ჯონ ვეზმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინს გადახდების თვალსაზრისით აქვს გამოწვევევბი და ბიტკოინის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბიტკოინი არის სპეკულაციური აქტივი.ეს კი მაშინ, როდესაც Libra-ს მიზანია კრიპტოვალუტა შეფასდეს, როგორც გადახდის საშუალება. შეიძლება ითქვას,...
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მითითებულია სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირში კრიპტო აქტივების ზედამხედველობას ეხება.მოხსენებაში საუბარია ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტებზე, მაინინგზე, კრიპტო სავაჭრო საქმიანობასა და ფულის გათეთრების რისკებზე.კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი გამოიკვეთა, როგორც ფულის გათეთრების რისკის შემცველი აქტივობა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება დანაშაულებრივი ორგანიზაციების მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული."მარეგულირებლის...
მარტის თვეში ევროკომისიამ საფრანგეთის მთავრობასთან ციფრული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია დაასრულა. საფრანგეთის მარეგულირებელი ცვლილებებს არ გეგმავს.საფრანგეთის საფონდო ბირჟის მარეგულირებელმა ევროკავშირთან კონსულტაციის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში კრიპტო სექტორთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საფრანგეთის საერთო მიდგომაზე არის საუბარი.Financial Magnates-ის ცნობის თანახმად, მარეგულირებლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტო აქტივების ზუსტი კლასიფიკაციის...