G20 ჯგუფი: ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა უნდა დარეგულირდეს

0
1588

ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ საჭიროა მათი რეგულირება.

ეს ინფორმაცია G20 სამიტში შემავალი ჯგუფის განცხადებაში წერია.

G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 10 რეკომენდაცია არის წარმოადგენილი. რეკომენდაციები ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სისტემას ეხება.

ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა კვლავ განსჯის საგანია. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციფრულ ვალუტას ხარვეზები ექნება.

ასეთ ციფრულ ვალუტებს დიდი პრობლემა შესაძლოა, მარეგულირებელ სისტემასთან შეექმნას, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაცია იმოქმედებს.

G20-ის კვლევაში აღნიშნული ზოგიერთი რეკომენდაცია მოქნილი ტრანსსასაზღვრო სისტემის შექმნასაც გულისხმობს. გარკვეულწილად ეს არის პასუხი სხვადასხვა სახელმწიფოს იურისდიქციისგან მოსალოდნელ პრობლემებზე.

გარდა კონკრეტული რეკომენდაციებისა, კვლევაში არის საერთო რეკომენდაციებიც, რომლის გათვალისწინებაც ყველა ცენტრალურ ბანკს მოეთხოვება.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგოდ მიმართული მკაცრი კონტროლი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი