ევროპარლამენტი: მაინინგი რისკის შემცველ აქტივობად შეფასდა

0
1381

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მითითებულია სხვადასხვა ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირში კრიპტო აქტივების ზედამხედველობას ეხება.

მოხსენებაში საუბარია ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტებზე, მაინინგზე, კრიპტო სავაჭრო საქმიანობასა და ფულის გათეთრების რისკებზე.

კვლევის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი გამოიკვეთა, როგორც ფულის გათეთრების რისკის შემცველი აქტივობა. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება დანაშაულებრივი ორგანიზაციების მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული.

“მარეგულირებლის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს გარკვეული რუკის შედგენა, რომელიც დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენაში დაგვეხმარება. რუკის მიხედვით დავადგენთ საეჭვო ადგილებს და სწრაფად მივიღებთ საჭირო ზომებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტი ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ გაფართოვდეს და დადგინდეს კრიპტოვალუტების სამართლებრივი განმარტება, რათა გამარტივდეს პროცედურები და ამასთანავე, მარეგულირებელი სისტემა გამჭვირვალე გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს გავრცელდა განცხადება, რომელს თანახმადაც, ევროკავშირი ციფრული ვალუტის ახალი მარეგულირებელი წესების მისაღებად ემზადებოდა. ახალი სისტემა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას უკავშირდებოდა.

კრიმინალურ საქმიანობაში არსებული ტენდენციების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კრიპტოვალუტის ბირჟები არ რეგულირდება კრიმინალური ფაქტები მრავალდაა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც მარეგულირებელი სისტემა მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი