ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის შექმნისთვის მზად არის

0
1591

ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი ახალი ინიციატივით გამოდის. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკის სურვილია, რომ ევროკავშირის მასშტაბით ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებაში ლიდერი გახდეს.

21 აპრილს ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკი მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს კვლევაში და განავითაროს ციფრული ვალუტა. რასაკვირველია, ამ სახის ვალუტა ევროკავშირის მასშტაბით თავისუფლად უნდა იყოს მიმოქცევაში გაშვებული.

ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ციფრული ევროს გამოშვებით ნიშნავს, რომ ის პროგრესზე არის ორიენტირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ევროთი საერთაშორისო გადარიცხვები უფრო სწრაფ და იაფ მომსახურეობას ითვალისწინებს.

ანგარიშში ასევე არის აღნიშნული, რომ საპილოტე პროგრამის ტესტირებისთვის ნიდერლანდები იდეალური ქვეყანაა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა Facebook-ის ციფრული ვალუტის, Libra-ს სისუსტეები გამოავლინა. ბანკის განცხადებით, Libra-მ შესაძლოა, ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ, რომ Libra იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი