ჯიმ ბიანკო: მომდევნი სარეზერვო ვალუტა ნამდვილად არის კრიპტოვალუტა

0
1584

Bianco Research–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ბიანკო აცხადებს, რომ იგი კრიპტოვალუტას, როგორც სარეზერვო აქტივს ისე განიხილავს.

”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შემდეგი სარეზერვო ვალუტა კრიპტოვალუტა იქნებოდა”,-აღნიშნა Bianco Research–ის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრის დროს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, ჯიმ ბიანკომ აღნიშნა, რომ ადამიანებმა კაპიტალი აშშ დოლარში დააბანდეს, რადგან დოლარი კვლავ აღიქმება უსაფრთხო სარეზერვო ვალუტად.

”მსოფლიოს ოთხმოცდაათი პროცენტი დოლარით ოპერირებს. მაგალითად, თუკი თქვენ ხართ ჩინეთიდან და ბრაზილიურ ნაწარმზე ვაჭრობა გსურთ მაშინ თქვენ დოლარით იხდით. ამას კი ძალიან დიდი დრო სჭირდება”,- განაცხადა ჯიმ ბიანკომ.

რამდენიმე დღის წინ Bridgewater Associates–ის თანათავმჯდომარემ, რეი დეილიომ ბიტკოინის შესახებ მედიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს აშშ დოლარი სტაბილურობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

”ამ ეტაპზე ფულადი სახსრები თითქმის ყველაზე ცუდი ინვესტიციაა. დადგა დრო, რომ ვიფიქროთ ალტერნატიულ საშუალებაზე, ისეთზე როგორიც არის ბიტკოინი”,- განაცხადა რეი დეილოომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი