ნიდერლანდებმა ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული დირექტივა დაამტკიცა

0
1398

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ყველა კრიპტოვალუტის სერვისის მომწოდებელს 18 მაისამდე ოფიციალურად დარეგისტირება მოსთხოვა.

საქმე ეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებას, რისთვისაც საჭიროა ყველა კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალური რეგისტრაცია.

4 მაისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სენატის მიერ მიღებული ხმების შედეგად კანონმდებლობაში შესწორება უნდა შევიდეს. შესწორება ევროკავშირის მანამდე მიღებულ ნორმას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა დაცვა.

გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივა ტერორიზმის დაფინანსებას განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთ დროს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონში ცვლილების შეტანის ვადა 2020 წელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი