ტაილანდის საფონდო ბირჟა ციფრული აქტივების რეგულაციას გეგმავს.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო The Bangkok Post-ი იტყობინება.საფონდო ბირჟის მმართველი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარისა და ქვეყნის ფასიანი ქაღალდების კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარის მოხსენების შედეგად გამოვლინდა, რომ ეროვნული საფონდო ბირჟა წლის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბირჟებს ლიცენზიას მიანიჭებს."ამჟამად, ფასიანი ქაღალდების კომპანიები საფონდო ბირჟისგან ლიცენზიის მიღებას ელოდებიან....
სამხრეთ აფრიკის კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკიც შედიოდა, ამ კვირაში კრიპტო აქტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული უნდა იყოს ყველა ბირჟა, კრიპტო-საფულე პროვაიდერი, კრიპტო-ბანკომატის მფლობელი კომპანია და ციფრული ვალუტით გადახდის მიმწოდებელი კომპანიაც.სამხრეთ აფრიკის ფინანსური მეთვალყურეობის ცენტრმა, ეროვნული ფასიანი ქაღალდების ორგანომ,...
ესპანეთის ეროვნული ფასიანი ქაღალდების ბაზარის კომისიამ 23 არასანქცირებული უცხოური ბირჟა და ასევე კრიპტო კომპანიები სიაში შეიყვანა. მარეგულირებლის სიაში მოხვედრა კი ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები კონკრეტული დარღვევებისთვის მომავალში ოფიციალურად გაფრთხილებულები იქნებიან.სიაში მოხვდა Blonde Bear OÜ. ასევე მას მოიხსენიებენ, როგორც Black Parrot-ი. Black Parrot-ი უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟაა, თუმცა ესპანეთში საქმიანობისთვის საჭირო...
მალაიზიის მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა სამშაბათიდან ძალაში შევა. მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა, ლიმ გუენ ენგმა განაცხადა, რომ ბრძანება 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი რეგულაცია ციფრული ვალუტის, ტოკენებისა და კრიპტო-აქტივების კლასიფიკაციას მოახდენს. ყველა ზემოთჩამოთვლილის სტატუსი განისაზღვრება, როგორც ფასიანი ქაღალდი.ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან ახალი კანონი შედის...
მალაიზიის მთავრობას ციფრული ვალუტის ლეგალიზაციის საკითხი ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი.ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისურენოვანი ადგილობრივ გამოცემა New Straits Times-ი ავრცელებს.კითხვაზე, რა სტატუსი აქვს ამ ეტაპზე კრიპტოვალუტას, არის ის კანონიერი ან უკანონო, მალაიზიის ფედერალური ტერიტორიების მინისტრმა ხალიდ აბდულ სემედმა განაცხადა:"ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა არ არის ლეგალიზებული, თუმცა ის არც უკანონოდ მიიჩნევა....
იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო უარყოფს გავრეცლებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააგენტო ბიტკოინის საინვესტიციო ფონდით დაინტერესდა.Bloomberg-მა ცოტა ხნის წინ სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იაპონიის მარეგულირებელი თანხმობას აცხადებდა ბიტკოინის საინვესტიციო ფონდისთვის კონკრეტულ საქმიანობის დაწყებაზე ნება დაერთო.თუმცა მარეგულირებელმა უარყო Bloomberg-ის ინფორმაცია."ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსწავლობთ ბიტკოინის საინვესტიციო ფონდის საკითხს",-...
ევროპის საბანკო ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც არის რეგუალაცია კრიპტოვალუტის კვლევის რეკომენდაციას იძლევა. დოკუმენტში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში კრიპტო აქტივების გამოყენების შესახებ, წერია რომ ორგანიზაცია ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნას აპირებს."როგორც წესი, კრიპტოვალუტა ევროკავშირის საბანკო, საგადასახადო და ელექტრონული ფულის სამართლებრივ ფარგლებში რეგულირებულ მომსახურებას არ წარმოადგენს. ამასთანავე, არსებობს რისკები მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არის...
იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო არარეგისტრირებული კრიპტოვალუტის კომპანიების რეგულირების საკითხს განიხილავს. ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა აუცილებელია, რადგან არარეგისტრირებული კომპანიების სტატუსი ამ დრომდე გაურკვეველია.პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კომპანიები არ ემორჩილებიან ქვეყნის ფინანსური მომსახურეობის სააგნეტოს წესებს, თუმცა მაინც ოპერირებენ. მათი საქმიანობა კი უკანონოდ არ მიიჩნევა.მედია საშუალება "CT იაპონია" მიიჩნევს,...
ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირის მეხუთე დირექტვივა დაამტკიცა. დირექტივა ფულის გათეთრებას ეხება.მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა...
ფილიპინების ფასიანი ქაღალდების კომისია არ არის მზად პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) რეგულაცია დაუწესოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგულაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო გაცხადებული.რეგულაციის შესახებ არსებულ ინსტრუქციის პროექტში მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ICO-ი შესაძლოა, კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მონეტარული შეთავაზების ამ სახით კლასიფიცირება მოხდება...