მალაიზიის მთავრობას კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ გაურკვეველი პოზიცია აქვს

0
2479

მალაიზიის მთავრობას ციფრული ვალუტის ლეგალიზაციის საკითხი ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისურენოვანი ადგილობრივ გამოცემა New Straits Times-ი ავრცელებს.

კითხვაზე, რა სტატუსი აქვს ამ ეტაპზე კრიპტოვალუტას, არის ის კანონიერი ან უკანონო, მალაიზიის ფედერალური ტერიტორიების მინისტრმა ხალიდ აბდულ სემედმა განაცხადა:

“ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა არ არის ლეგალიზებული, თუმცა ის არც უკანონოდ მიიჩნევა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია”.

ხალიდ აბდულ სემედმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც იგი ჩართული იყო Harapan Coin-ის შექმნაში, რომელიც პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად იყო შექმნილი, მაშინ ფინანსთა მინისტრად არ დაინიშნა. დღევანდელი მისი პოზიციიდან გამომდინარე კი მისი ძალაუფლება ამ საკითხზე არ ვრცელდება.

სემედმა ასევე განაცხადა, რომ ადრე მალაიზიის ცენტრალურ ბანკსა და პრემიერ-მინისტრს ტუნ მეთირ მოჰამედს კრიპტოვალუტის, Harapan Coin-ის გამოყენებას სამთავრობო ტრანზაქციებისთვის სთავაზობდა.

თუმცა ამასთან დაკავშირებით, მალაიზიის პარლამენტმა მთავრობას მოუწოდა, რომ Harapan Coin-ისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო და მარეგულირებელი სისტემა შეემუშავებინა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში მალაიზიის ფინანსურმა მარეგულირებელმა და ცენტრალურმა ბანკმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ ისინი მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე მუშაობდნენ. რეგულაცია ციფრულ ვალუტასთან ერთად პირველად მონეტარულ შეთავაზებასაც (ICO-საც) შეეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი