თურქეთი FATF-ის “ნაცრისფერი სიიდან” გასვლას კრიპტო ლიცენზიებით და გადასახადებით გეგმავს

0
363

ქვეყანა FATF-ის “ნაცრისფერი სიიდან” გასვლას კრიპტო რეგულაციების გამკაცრებით აპირებს

თურქეთი აპირებს გააორმაგოს კრიპტოზე გადასახადები და ლიცენზიები, რათა ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფი (FATF) დაარწმუნოს, რომ ქვეყანა “ნაცრისფერი სიიდან” ამოიღონ.

კრიპტო ბაზრის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, ანკარა ახალ მარეგულირებელ რეჟიმს აყალიბებს, რათა ლიცენზირების სტანდარტებზე ფოკუსირებით, თავიდან აიცილოს „სისტემის ბოროტად გამოყენება”.

თუმცა, ცვლილებები, სავარაუდოდ, 2024 წლამდე არ გამოქვეყნდება, რადგან თურქეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ კრიპტო რეგულაციები 2024 წლამდე დღის წესრიგში არ იქნება.

თურქეთი და კრიპტო რეგულაციები

თურქეთი კრიპტოვალუტების რეგულირების სისტემას, სულ მცირე, 2022 წლის მაისიდან განიხილავს. მმართველმა პარტიამ ასევე წამოაყენა წინადადება, რომ დაწესდეს მინიმუმ 100 მილიონი ლირა, როგორც კრიპტო ბიზნესისთვის კაპიტალის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის საჯარო განხილვა დღემდე არ ყოფილა.

2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, მეჰმედ შიმშეკმა განაცხადა, რომ ქვეყანა კრიპტო კანონმდებლობას იღებს. 2023 წლის 31 ოქტომბერს, დაგეგმვის და ბიუჯეტირების კომისიასთან საუბრისას, მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანამ დააკმაყოფილა FATF-ის 40 სტანდარტიდან 39 და შესაბამისობის “ფინალურ ეტაპზე” იმყოფება.

თურქეთი FATF-ის “ნაცრისფერ სიაში” 2021 წელს მოხვდა, რამაც თურქეთის ისედაც მყიფე ეკონომიკის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეარყია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, კრიპტოვალუტებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს და ბევრისთვის ის ალტერნატიული ფინანსური “თავშესაფარი” გახდა.

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი