მალაიზიამ კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა შემოიღო

0
1864

მალაიზიის მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა სამშაბათიდან ძალაში შევა. მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა, ლიმ გუენ ენგმა განაცხადა, რომ ბრძანება 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი რეგულაცია ციფრული ვალუტის, ტოკენებისა და კრიპტო-აქტივების კლასიფიკაციას მოახდენს. ყველა ზემოთჩამოთვლილის სტატუსი განისაზღვრება, როგორც ფასიანი ქაღალდი.

ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან ახალი კანონი შედის ძალაში. პირი, რომელიც არაავტორიზებულ ბირჟაზე ვაჭრობს ან ICO-ს არალეგალურად ფლობს 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გარდა ამისა, დამნაშავეს ფულადი ჯარიმაც ეკისრება, რომელიც 2.4 ამერიკულ მილიონ დოლარს შეადგენს.

მალაიზიის საინფორმაციო გამოშვება The Star-თან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ციფრულ აქტივს. მინისტრი Blockchain-ს მოიაზრებს, როგორ თანამედროვე აქტივებისთვის საჭირო ინოვაციურ ტექნოლოგიას.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ მალაიზიის მთავრობის პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ნათელი არ იყო.

მიუხედავად ამისა, გასული წლის ნოემბრში უკვე ცნობილი იყო, რომ მალაიზიის მთავრობა 2019 წელს კრიპტოვალუტებსა და ICO-ს რეგულაციას დაუწესებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი