ევროკავშირის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის კვლევას რეკომენდირებს

0
2168

ევროპის საბანკო ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც არის რეგუალაცია კრიპტოვალუტის კვლევის რეკომენდაციას იძლევა. დოკუმენტში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში კრიპტო აქტივების გამოყენების შესახებ, წერია რომ ორგანიზაცია ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნას აპირებს.

“როგორც წესი, კრიპტოვალუტა ევროკავშირის საბანკო, საგადასახადო და ელექტრონული ფულის სამართლებრივ ფარგლებში რეგულირებულ მომსახურებას არ წარმოადგენს. ამასთანავე, არსებობს რისკები მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ევროკავშირის დონეზე”,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს ევროკომისიას შემდგომი ანალიზისთვის.

ორგანიზაციის განცხადებით, ინფორმირების მიზნით დოკუმენტი წევრ ქვეყნებს უნდა გაეგზავნოთ. ორგანიზაციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს გამჭვირვალობის საჭიროება და შესაბამისი საჯარო გაფრთხილება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

მოხსენებაში ნათქვამია:

“ევროპის საბანკო ორგანიზაცია განიხილავს ნებისმიერი შემდგომი ქმედების აუცილებლობას მისი კანონიერი კომპეტენციის ფარგლებში და მზად არის ევროკომისიას კრიპტოვალუტის მიმართ წარმოშობილი საკითხების შემდგომ ანალიზს ხელი შეუწყოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. მაგალითად, ამ კვირაში გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის წარმმართველი არდო ჰენსონი კრიპტოვალუტას ეკონომიკურ ბუშტად მოიხსენიებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი