ირლანდიამ ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული დირექტივა დაამტკიცა

0
1803

ირლანდიის მთავრობამ ევროკავშირის მეხუთე დირექტვივა დაამტკიცა. დირექტივა ფულის გათეთრებას ეხება.

მეხუთე დირექტივა, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 9 ივლისს, ახალ სამართლებრივ ბაზას ადგენს, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას ეხება. დირექტივა კრიპტოვალუტების რეგულაციის საკითხსაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, დირექტივა ვრცელდება კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და კრიპტო-საფულის პროვაიდერებზე, რომელთა მთავარი მოვალეობაც არის მომხმარებელთა დაცვა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 20 იანვრამდე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში მეხუთე დირექტივა უნდა შეიყვანონ.

გარდა ამისა, ევროკავშირის დირექტივა ტერორიზმის დაფინანსებას განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთ დროს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხს.

“რეალობა ისაა, რომ ფულის გათეთრება არის დანაშაული, რომელიც ხელს უწყობს სერიოზულ დამნაშავეებს და ტერორისტებს, რათა მათ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა განახორციელონ… დამნაშავეები შეეცდებიან გამოიყენონ ევროკავშირის ღია საზღვრები. ამიტომ ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის მეხუთე დირექტივას”,- განაცხადა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჩარლი ფლენეგენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი