ევროკავშირი მთავარ პროექტებში კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის ჩასმას 2024 წლისთვის გეგმავს.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირი მიზნად ისახავს ახალი რეგულაციების შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს Blockchain-ისა და ციფრული აქტივების გამოყენებას საერთაშორისო ფულადი გზავნილებისთვის."2024 წლისთვის ევროკავშირმა უნდა შექმნას ყოვლისმომცველი ფინანსური სისტემა, რომელიც ციფრულ სექტორს განვითარების საშუალებას მისცემს. თუმცა ევროკავშირმა ასევე უნდა...
გიბრალტარი კრიპტოვალუტის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.გიბრალტარის ფინანსური მომსახურების კომისიამ განაახლა თავისი დებულებები, რომელიც განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის პროვაიდერების მუშაობას არეგულირებს.მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ეს პასუხია Blockchain ტექნოლოგიის ცვალებად ხასიათზე.განახლებული შენიშვნები მოიცავს უახლეს რეკომენდაციებს ციფრული აქტივების სერვისის პროვაიდერების შესახებ. მარეგულირებელი წესების თანახმად, კრიპტოვალუტის კომპანიებს მოეთხოვებათ აღბეჭდონ და შეინარჩუნონ ყველანაირი ჩანაწერი...
დეცენტრალიზირებული ფინანსური ტექნოლოგია შესაძლოა, მარეგულირებლის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ იგი აღიქმება, როგორც ფულის გათეთრების თავშესაფარი.დეცენტრალიზირებული ფინანსების სწრაფი ზრდა, ბოლოდროინდელი ანგარიშების თანახმად, სავარაუდოდ, უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს მარეგულირებლის მხრიდან.გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის BCG Platinion–ისა და Crypto.com– ის ერთობლივმა კვლევამ მიუთითა, რომ DeFi–ს სწრაფმა ზრდამ 2020 წელს შექმნა ფულის გათეთრების პოტენციალი,...
ფილიპინების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ Mining City, ბიტკოინის მოპოვებელი კომპანია თაღლითურ სქემას იყენებს. მარეგულირებელი მათ აღნიშნული სქემის გამოყნების გამო 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა.მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომპანიის მიერ მოპოვებული კრიპტოვალუტის ფასი იზრდება.მარეგულირებლის მიერ გამოცემულ გაფრთხილებაში წერია, რომ ქვეყანაში კომპანიის მოქმედება არალიცენზირებულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი...
ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელიც ციფრული იუანის სახელით არის ცნობილი, ქვეყნის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით უნდა დარეგულირდეს ფულადი სახსრების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილემ, ფან იფეიმ გამოკვეთა ციფრული იუანის მუშაობის ძირითადი მარეგულირებელი პრინციპები.მან აღნიშნა რომ ეროვნული ციფრული ვალუტა ჩვეულებრივი...
მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, BitMEX-ი კანადის ორ პროვინციაში მალე შეზღუდული შესაძლებლობით განაგრძობს ოპერირებას.ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიის მოთხოვნის შემდეგ, BitMEX-ი თავის პლატფორმაზე ონტარიოს პროვინციის კანადელი ინვესტორების წვდომას შეზღუდავს.კომისიის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ BitMEX–ს მარეგულირებლის მიერ გაცემული სამუშაო ნებართვა არ აქვს.”BitMEX-ი ონტარიოში რეგისტრირებული ან მარეგულირებლის მიერ...
Mirror Trading International-თან კითხვები აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის მარეგულირებლებს აქვთ.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია გარიგებებს ბოტების გამოყენებით აწარმოებს.აშშ-ს ფინანსური დამკვირვებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ MTI–ს ამჟამინდელი ბიზნეს მოდელი მოითხოვს, რომ მას ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის ლიცენზია ჰქონდეს, მაგრამ კომპანიას ამგვარი ლიცენზია არ გააჩნია.მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე 168...
სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტის ბირჟა, UpBit-მა ტაილანდის ციფრული ბირჟის ოპერაციის ოთხი ლიცენზია მიიღო.UpBit– მა მიიღო ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მიერ ქვეყანაში ციფრული აქტივების საბირჟო ოპერაციების უფლება.რიგი მარეგულირებელი ცვლილებების შედეგად სამხრეთ კორეულმა ბირჟამ თავისი უცხოელი მომხმარებლები ტაილანდის პლატფორმაზე გადაიყვანა.ტაილანდის მარეგულირებლის ლიცენზია კომპანიას საშუალებას აძლევს იმუშაოს ოთხი...
”ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტების რეგულაციის მიღმა არსებობამ შესაძლოა, ტექნიკური ინოვაციის განვითარება შეზღუდოს”, - ნათქვამია იაპონიის ფინანსური მარეგულირებლის ახალ განცხადებაში.იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოს ახალი კომისარი, რიოზო ჰიმინო აცხადებს, რომ სააგენტო რეგულაციის პროცესს სიფრთხილით ეკიდება. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ შესაძლოა, უნაღდო ანგარიშსწორებაზე გადასვლა დააჩქაროს. რიოზო ჰიმონომ ასევე ხაზი...
მალაიზიის მარეგულირებელი აცხადებს, რომ ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმა, Binance-ი ავტორიზაციის გარეშე მოქმედებს.მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, კრიპტოვალუტის ბირჟას ოფიციალურად რეგისტრაციის გავლა მოეთხოვება.უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ სამმა კრიპტოვალუტის პლატფორმამ: Luno-მ, Sinegy-მ და Tokenize-მა მიიღო მარეგულირებლისგან ლიცენზია.ივნისის დასაწყისში Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტა გლობალური ბიზნესი უნდა იყოს.მედიასთან საუბრის დროს ჩენგპენგ...