სენატორი სინტია ლუმისი აშშ-ს საპენსიო სისტემაში კრიპტოვალუტის მიღებას მხარს უჭერს

0
1311

აშშ-ს საპენსიო სისტემაში სენატორი სინტია ლუმისი კრიპტოვალუტის მიღებას მხარს უჭერს.

აშშ-ს სენატორს და ბიტკოინის მომხრე სინტია ლუმისს სურს, რომ აშშ-ს მაცხოვრებლებმა მხარი დაუჭირონ ბიტკოინს, როგორც მათი საპენსიო დანაზოგის ერთ-ერთ ფორმას და მრავალფეროვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

CNBC–ის ფინანსური მრჩეველის სამიტის დროს სენატორმა ლუმისმა განაცხადა, რომ მას სურს ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები საპენსიო ფონდებში გამოყენებული აქტივების მრავალფეროვანი განაწილების ნაწილი გახდეს.

”მე ასევე მსურს, რომ ინდივიდებს შეეძლოთ გამოიყენონ ბიტკოინი და თავიანთი სასურველი კრიპტოვალუტები, რომლებიც უსაფრთხოა ფულის გათეთრების წინააღმდეგ”, – აღნიშნა სინტია ლუმისმა.

სინტია ლუმისმა ხაზი გაუსვა კრიპტოვალუტების მრავალფეროვანი განაწილების შენარჩუნების მნიშვნელობას და ინფლაციური რისკების შემცირებას.

”კონგრესი ხარჯავს ტრილიონობით დოლარს და “დატბორილი “აქვს ჩვენი და მსოფლიო ეკონომიკა აშშ დოლარით, არ არსებობს საშუალება, რომ ვერ შევამციროთ აშშ დოლარის ღირებულება”, – განაცხადა სენატორმა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქალაქეებს შეეძლოთ საპენსიო პორტფელში კრიპტოვალუტები შეეტანათ მას შემდეგ, რაც შიდა შემოსავლების სამსახურმა პირველად გასცა მითითებები სექტორის შესახებ 2014 წელს, საპენსიო გეგმაში ციფრული ვალუტების გადაადგილების პრაქტიკა კვლავ თეორიად დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი