სამხრეთ კორეულმა ბირჟამ ტაილანდის მარეგულირებლის ლიცენზია მიიღო

0
1216

სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტის ბირჟა, UpBit-მა ტაილანდის ციფრული ბირჟის ოპერაციის ოთხი ლიცენზია მიიღო.

UpBit– მა მიიღო ტაილანდის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მიერ ქვეყანაში ციფრული აქტივების საბირჟო ოპერაციების უფლება.

რიგი მარეგულირებელი ცვლილებების შედეგად სამხრეთ კორეულმა ბირჟამ თავისი უცხოელი მომხმარებლები ტაილანდის პლატფორმაზე გადაიყვანა.

ტაილანდის მარეგულირებლის ლიცენზია კომპანიას საშუალებას აძლევს იმუშაოს ოთხი კატეგორიის ქვეშ, კერძოდ: კრიპტოვალუტით ვაჭრობა, ტოკენების ყიდვ-გაყიდვა, კრიპტოვალუტისა და ტოკენების საბროკერო საქმიანობა.

”ტაილანდში სავაჭრო და საბროკერო ბიზნესის ცალკეული ლიცენზია არსებობს. სავაჭრო ლიცენზია ბიზნესს საშუალებას აძლევს შეასრულოს საბირჟო საქმიანობა. საბროკერო ლიცენზია კი მომხმარებელსა და ბირჟას შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციას გულისხმობს”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა კრიპტობირჟის წარმომადგენელმა.

UpBit ირწმუნება, რომ ბირჟა რეგიონში არის პირველი ციფრული ვალუტის ბიზნესი, რომელმაც ტაილანდის მარეგულირებლის ოთხივე ლიცენზია მიიღო. ბირჟის წარმომადგენელის თქმით, ოთხი ლიცენზიის არსებობა ტაილანდის სხვა კრიპტობირჟებთან UpBit-ს კონკურენტუნარიანს ხდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი