Solana ინდოეთში კრიპტო ინოვაციების გაძლიერებას იწყებს

0
1135

Blockchain პლატფორმა Solana-მ განაცხადა ღია მოწვევა Building Out Loud-ზე. ეს არის ჰაკათონი ექსკლუზიურად ინდოელი დეველოპერებისა და მეწარმეებისთვის. ოფიციალური განცხადების თანახმად, Solana სამკვირიანი ღონისძიების დაწყებას გეგმავს Devfolio-სა და YouTube-ის გავლენის მქონე Superpumped-თან თანამშრომლობით.

Solana-ს განცხადება შედგება უფასო და ღია მოსაწვევისაგან სტუდენტებისათვის, Web2 & Web3 დეველოპერებისთვის, ინჟინრებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს მოხვდეს კრიპტო სივრცეში.

ინდოეთის ღია საზოგადოების კრიპტო სექტორში ჩართვისკენ სვლა შეიძლება გასაკვირი იყოს მათთვის, ვინც იცნობს ბიტკოინის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც ინდოეთის ცენტრალური ბანკების მხრიდან ხორციელდება. ჰაკათონზე განაცხადის მიღების ბოლო თარიღი 12 აგვისტოა.

”თუ თქვენ ამბიციური ინჟინერი ან დეველოპერი ხართ ინდოეთში და ცდილობთ რაღაცის აშენებას, ეს ზუსტად ის შესაძლებლობაა, რომელსაც ელოდით”,-აღნიშნულია Solana-ს განცხადებაში.

ფულადი პრიზების გარდა, რომლის ოდენობა 80.000 დოლარით განისაზღვრა, გამარჯვებული მონაწილეები ფონდისა და ცნობილი გლობალური ინვესტორების სემინარებს დაესწრებიან. აღნიშნულ სიაში კი არიან Coinbase–ის ტექნოლოგიის ყოფილი მთავარი ოფიცერი, ბალაჯი სრინივასანი, ინვესტორი კრის მაკკანი და Cred–ის დამფუძნებელი, კუნალ შაჰი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი