ფილიპინებში Blockchain-ისა და კრიპტოვალუტისთვის სპეციალური ეკონომიკური ზონა აშენდა

0
2086

ფილიპინების მთავრობა Cagayan Economic Zone- ში მუშაობის საშუალებას მისცემს 10 Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის კომპანიას.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

Cagayan Economic Zone აზიის ე.წ. Silicon Valley-ის დაფუძნების მიზნით შეიქმნა. Silicon Valley არის სან-ფრანცისკოში მდებარე რეგიონი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრია. ხოლო Cagayan Economic Zone არის ადგილი, სადაც Blockchain-ის, კრიპტოვალუტისა და fintech კომპანიები ლეგალურად შეძლებენ საქმიანობას.

Cagayan Economic Zone არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კორპორაცია, რომელსაც სპეციალური ეკონომიკური ჯგუფი მართავს.

ზონის გენერალურმა დირექტორმა რაულ ლამბინომ განაცხადა, რომ მათ ოფიციალური ნებართვა მიიღეს კრიპტოვალუტის ბირჟებთან, მაინინგთან და პირველად მონეტარული შეთავაზებასთან (ICO) დაკავშირებული საქმიანობის დასაწყებად.

“ჩვენ ლიცენზია გვაქვს 10 კრიპტოვალუტის ბირჟის საქმიანობის დასაწყებად. ჩვენთან იაპონიიდან, ჰონგ-კონგიდან, მალაიზიიდან და სამხრეთ კორეიდან არიან ბირჟები წარმოდგენილნი”,- აღნიშნა ზონის გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიები იმედოვნებენ, რომ გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. Cagayan Economic Zone ასევე მოითხოვს კომპანიებისგან მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას 2 წლის განმავლობაში და ასევე სალიცენზიო მოსაკრებლებისთვის 100.000 დოლარის გადახდას.

რაულ ლამბინომ ასევე დასძინა, რომ Cagayan Economic Zone განიხილავს Blockchain-ისა და fintech უნივერსიტეტების აშენებას, რათა კომპანიებს უფრო მეტი კვალიფიციური თანამშრომელი ჰყავდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი