რუსეთში კრიპტოვალუტის ტრანზაქციები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარება

0
3863

რუსეთის მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დროს 600.000 რუბლზე მეტის გამოყენება, რაც დაახლოებით, 9.600 დოლარს შეადგენს, გარკვეულ რეგულაციას დაექვემდებარება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Forklog-ი ავრცელებს.

Forklog-ი აღნიშნავს, რომ რეგულაციის შემოღება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან აცილების მიზნით კეთდება.

2018 წლის 20 მარტს სახელმწიფო დუმაში წარდგენილი კანონპროექტის ბოლო ვერსია კრიპტოვალუტასა და ციფრულ ტოკენს განსაზღვრავს, როგორც ციფრულ ფინანსურ აქტივს. მომხმარებელს აღნიშნული ციფრული აქტივებით ვაჭრობა მხოლოდ სანქცირებულ ბირჟებზე შეუძლიათ.

კანონპროექტი ასევე მოითხოვს კრიპტობირჟებზე მომხმარებლის ანგარიშები ფულის გათეთრებასა და ტერირიზმის დაფინანსებაზე შემოწმდეს.

კრიპტოვალუტის ბირჟები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქვეყნის კონსტიტუციის 115-ე ფედერალურ კანონს ემორჩილებიან. რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადების თანახმად, კანონის დარღვევის შემთხვევაში ბირჟებს ლიცენზია ჩამოერთმევათ.

რუსეთის კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის პრეზიდენტმა იური პრიპაჩკინმა განაცხადა, რომ კანონპროექტის ბოლო ვერსია, რომელიც კრიპტოვალუტის ოპერაციების დაკვირვებას ბანკისა და ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ითვალისწინებს შესაძლოა, კრიპტოვალუტის ბიზნესსზე არცთუ კარგად აისახოს.

პრიპაჩკინი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მომხმარებლები რუსეთიდან გადაინაცვლებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც კრიპტოვალუტის მიმართ უფრო “კეთილგანწობილნი’ არიან.

Forklog იმასაც ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტის განხილვა არ ითვალისწინებს კრიპტოვალუტის მაინინგის დაბეგვრას. თუმცა როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებას ციფრული აქტივის ტრანზაქციების დაბეგვრას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კრიპტოვალუტა ქონებად მიიჩნევა და არა, გადახდის ლეგალურ საშუალებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი