Bitmain-ი მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტს საქართველოში გამართავს

0
3732

21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში Blockchain ინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & amp; პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. კონფერენცია ჩატარდება Bitmain-ი და მისი პარტნიორი კონპანიის BitKan-ის მხარდაჭერით. ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახსნის Bitmain-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ.

კომპანია Bitmain Technologies არის ლიდერი Blockchain ინდუსტრიაში, მაინერების წარმოებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. კომპანია კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში განკარგავს რამდენიმე მსხვილ კრიპტომიმართულებას: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე.

აღნიშნული კონფერენცია 2018 წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Blockchain-ისა და მაინინგის ინდუსტრიაში და მასში 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: Blockchain ინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიაში.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია Blockchain ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება და პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების, იდეების გაზიარება ერთმანეთთან.

განხილული იქნება შემდეგი თემები: მიანერები და მათი მწარმოებელი კომპანიები, მაინინგპულები, Blockchain- და მაინინგტექნოლოგიები, ეკოსისტემები მაინინგში, რეგულაციები, კვლევები კრიპტოსფეროში და სხვ.

კონფერენციაზე, ჯიჰან ვუს გარდა, მომხსენებლებად წარდგებიან ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები, კერძოდ: როჯერ ვერი (Bitcoin.Com-ის აღმასრულებელი დირექტორი), მარკო სტრენგი (მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგ დატა ცენტრის ჯენეზიზ მაინინგის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი) და სხვ.

მაინინგინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით ბუნებრივია. საქართველოში მაინინგი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ წამყვან პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე, ღონისძიებაზე განხილული იქნება მაინინგსექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – ეკომაინინგი, რომლის პრაქტიკულ გამოყენებაზეც ისაუბრებენ მაინინგდათაცენტრების ხელმძღვანელები.

მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან სამიტის მასშტაბისა და სტუმრების სტატუსიდან გამომდინარე, ის აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და Blockchain ინდუსტრიის განვითარებას.

სამიტიზე დასწრება, შესაძლებელია მხოლოდ ბილეთის შეძენის შემთხვევაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი