სამხრეთ კორეა ჩინეთთან კრიპტოვალუტის საკითს განიხილავს

0
3457

სამხრეთ კორეის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრი კიმ დონგ-იეონი ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველს ზოუ ქსიჩუანს შეხვდა. შეხვედრაზე გარდა, ქვეყნების ეკონომიკური საკითხებისა, ასევე, განხილვის თემა კრიპტოვალუტა იყო.

ჩინეთმა აკრძალა ციფრული ვალუტით ვაჭრობა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ქვეყანამ დეკემბრიდან რეგულაციები დააწესა. კორეის მთავრობამ სხვადასხვა მოსაზრება შეაჯერა. განიხილებოდა, როგორც იუსტიციის სამინისტროსგან შემოთავაზებული წინადადება, რაც კრიპტოვალუტის სრულ აკრძალავს გულისხმობდა, ასევე, ნაკლებად მკაცრ ზომებზეც იყო საუბარი. საბოლოოდ, გასული თვის ბოლოს, სამხრეთ კორეის მთავრობამ კოტროლის მექანიზმი-მომხმარებლის იდენთიფიკაცია შემოიღო.

კორეის ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავ გააგრძელებს მაღალი დონის კონსულტაციებს ჩინეთის სახალხო ბანკთან. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამს მკაცრი ზომების მნიშვნელობას კრიპტოვალუტით ვაჭრობას მაინც არ კრძალავს. დაგეგმვის ეროვნული ასამბლეა და საფინანსო კომიტეტის შეხვედრაზე კიმ დონგ-იეონმა აღნიშნა, რომ არსებობს პრობლემები, რომელიც არალეგალურ ტრანზაქციებს უკავშირდება.

“მთავრობას არ აქვს განზრახული ვირტუალური ვალუტის აკრძალვა ან რაიმე სახით ჩახშობა… ამჟამად, მთავრობაში სპეცალურ ჯგუფთან ერთად კრიპტოვალუტის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს”. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტრონული კომერციის კანონი, რომელიც ციფრული ვალუტის ტრანზაქციებს არეგულირებს.

სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის ბირჟები ფინანსურ ორგანიზაციებად არ მიიჩნევა. ციფრული ვალუტის ბირჟა ელექტრონული კომერციის კანონს ემორჩილება. ამის საპირისპიროდ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იაპონიაში ბირჟებს ქვეყნის ფინანსური ხელისუფლება მართავს.

კიმ დონგ-იეონისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველს ზოუ ქსიჩუანს შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეა ჩინეთთან და იაპონიასთან კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლებს.

ფინანსთა მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს საფინანსო ზედამხედველობის კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ კიმ იანგ-ბუმი. მან 23 ქვეყანას და 12 ორგანიზაციას, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირს მოუწოდა, რომ კრიპტოვალუტის ვაჭრობის წინააღმდეგ ერთად იმოქმედონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი