ამერიკულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase-მა განაცხადა, რომ ეთერიუმ Classic-ს ბირჟა თავის პლატფორმაზე მხარს უჭერს, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ფასი 25%-ით გაიზარდა.თუ მანამდე ეთერიუმ Classic-ის ფასის მაჩვენებელი 12.89 დოლარზე იყო Coinbase-ის განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, ფასი 25%-ით გაიზარდა და 16.15 დოლარი შეადგინა.ეთერიუმ Classic-ი 2016 წელს შეიქმნა. coinmarketcap-ის 12 ივნისის მონაცემების თანახმად,...
ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ ბანკებისათვის რეკომენდაციები გამოსცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ბანკები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რისკებს.საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკებმა უნდა მიმართონ კრიპტოვალუტით დაინტერესებული კლიენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას."რისკის მიხედვით მიდგომა არ ნიშნავს იმას, რომ ბანკს ამ ბიზნესში მოქმედი ყველა კლიენტის მიმართ ერთნაირი მიდგობა ჰქონდეს....
სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ბანკმა Wells Fargo-მ განაცხადა, რომ ბანკის მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ კრიპტოვალუტის შეძენას საკრედიტო ბარათების გამოყენებით.Wells Fargo აშშ-ში აქტივების მიხედვით მესამე უმსხვილესი ბანკია. ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მრავალჯერადი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის გამოყენებასთან."კლიენტები ვეღარ შეძლებენ Wells Fargo-ს საკრედიტო ბარათების გამოყენებას...
ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საფინანსო მარეგულირებელმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ქვეყანაში სრულიად ლეგალურია.ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისია ცდილობდა განემარტა კრიპტოვალუტის სტატუსი და კრიპტოვალუტის ვაჭრობა.უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებლის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, როდესაც მედიაში აქტიურად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ მთავრობა კრიპტოვალუტის მიმართ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა.პოლონეთის მარეგულირებლის ბოლო...
კოლუმბიის ბანკებმა სამხრეთ ამერიკული კრიპტოვალუტის ბირჟის Buda-ს ყველა ანგარიში დახურეს.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Diario Bitcoin-ი იტყობინება.როგორც აღმოჩდა, ბანკების მხრიდან ეს ნაბიჯი სპონტანური იყო. ბანკებმა დაადასტურეს, რომ ანგარიშები დახურეს, ხოლო რა გახდა ამისი მიზეზი არ განუმარტავთ.კრიპტოვალუტის ბირჟამ კი განაცხდა, რომ გარკვეული ტექნიკური სირთულეები წარმოიქმნა. ბირჟა 13 ივნისისთვის...
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კრიტობიზნესში ქალების ჩართულობა 6%-დან 13%-მდე გაიზარდა.ანგარიში დაფუძნებულია ბრიტანეთის კრიპტოვალუტის ლონდონის Block ბირჟის ბაზრის კვლევის ბაზაზე.კვლევა ასევე ხაზს უსვამს მამაკაცებისა და ქალების მხირდან ინვესტირებას. როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო სტრატეგიულად უდგებიან კრიპტოვაჭრობას, ვიდრე მამაკაცები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მამაკაცებს ფულის დაკარგვის საფრთხე განსაკუთრებულად აშინებთ.გარდა ამისა,...
ლიეტუვამ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციისთვის ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რათა სისტემა უფრო გამჭვირვალე გახადოს.ბანკებთან, ICO-ს ოპერატორებსა და სხვა ორგანიზაციებთან ორთვიანი კონსულტაციის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ვილიუს საპიკამ განაცხადა, რომ ICO უნდა დარეგულირდეს."ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოამზადა კონკრეტული იურიდიულად გაწერილი წესები ICO-ს პროექტებისთვის, რომელიც მოიცავს მარეგულირებელ,...
ციფრულ ეპოქაში, საქართველო პერმანენტულად ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს ტექნოლოგიების ევოლუციის გზაზე. ქვეყანაში შექიმნა „Blockchain- საქართველოს ასოციაცია“, რომლის მიზანიც Blockchain-ისა და ციფრული ვალუტების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ასოცაციის დაარსების ინიციატორი ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი, პროფესორი დავით ჭუმბურიძეა, რომელსაც დღეს უკვე „Blockchain-ის აკადემია“ აქვს დაფუძნებული და საქართველოს უნივერსიტეტში Blockchain-ის თემაზე სამაგისტრო კურსის...
წლის დასაწყისში ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის ზრდას ვარაუდობდნენ. ბევრი ექსპერტი ამ აზრზე დარჩა მაშინაც კი, როდესაც კურსი მკვეთრად დავარდა.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვე არცთუ წარმატებულად დაიწყო კრიპოვალუტის კურსისთვის.ბიტკოინიბიტკოინი კურსი კლების ტენდეციას აჩვენებს, მაგრამ თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირებას შეწყვეტს მოსალოდნელი ფასი 7.433, 7.317 და 7.100 დოლარია.ფასის ზრდისკენ ცვლილების პირველი ნიშანი...
კვირას, 10 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარმა მკვეთრად დაიკლო. ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსის სავაჭრო კომისიამ 4 კრიპტოვალუტის ბირჟის მიმართ გამოძიება დაიწყო.ბიტკოინმა ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 5% პროცენტი დაკარგა. ამჟამად, კრიპტოვალუტის ღირებულება 7.244 დოლარს შეადგეს. უნდა აღინიშნოს, რომ კურსის შემცირება დღის განმავლობაში, მხოლოდ...