Binance-ს კანადასა და ბაჰრეინში მუშაობის ლიცენზია აქვს

0
849

ციფრული ვალუტის ბირჟა, Binance-ს ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის ლიცენზია მიენიჭა. განცხადების თანახმად, ახლო აღმოსავლეთში Binance-სათვის ეს არის მუშაობის პირველი ლიცენზია.

კრიპტოვალუტის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, Changpend Zhao-მ აღნიშნა, რომ ეროვნული მარეგულირებლების თანხმობა კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ნდობის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის ლიცენზირების დირექტორის, აბდულკარიმ ჰაჯის თქმით, Binance-ის სათაო ოფისისთვის ბაჰრეინი იდეალური ადგილია.

გარდა ამისა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ Binance-მა კანადის ლიცენზიაც მოიპოვა. ეს არის კრიპტო დაფინანსების ლიცენზია. ის კომპანიას მიენიჭა, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც Binance Canada Capital Market-ი.

ბირჟის ახალი შვილობილი კომპანია განახორციელებს ფულის გადარიცხვებსა და სავალუტო გაცვლებს. კომპანია ფუნქციონირებს, როგორც ფულის სერვისის ბიზნესი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სამხრეთ აფრიკის სამთავრობო სააგენტომ Binance-ი გააფრთხილა.

სამხრეთ აფრიკის ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს გაფრთხილების საპასუხოდ, Binance-მა განაცხადა, რომ მისი მუშაობა ადგილობრივ რეგულაციებს შეესაბამებოდა. უფრო კონკრეტულად კი, კომპანია მომხმარებლებს ფინანსურ რჩევებს არ აძლევდა და არც რაიმე სხვა არალეგალური საქმიანობით იყო დაკავებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი