მას შემდეგ, რაც Coinbase-მა სიაში ეთერიუმ Classic-ი დაამატა კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

0
2407

ამერიკულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase-მა განაცხადა, რომ ეთერიუმ Classic-ს ბირჟა თავის პლატფორმაზე მხარს უჭერს, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ფასი 25%-ით გაიზარდა.

თუ მანამდე ეთერიუმ Classic-ის ფასის მაჩვენებელი 12.89 დოლარზე იყო Coinbase-ის განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, ფასი 25%-ით გაიზარდა და 16.15 დოლარი შეადგინა.

ეთერიუმ Classic-ი 2016 წელს შეიქმნა. coinmarketcap-ის 12 ივნისის მონაცემების თანახმად, ეთერიუმ Classic-ის ღირებულება 15.70 დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.604.686.975 დოლარს.

ამ ეტაპზე, Coinbase-ი მომხმარებელს ოთხ კრიპტოვალუტას სთავაზობს. ესენია: ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.

Coinbase-ის განცხადების თანახმად, ბირჟა კრიპტოვალუტების ჩამონათვალს ეთერიუმ Classic-ს მას შემდეგ დაამატებს, როდესაც ტექნიკური სამუშაოების საბოლოო ფაზა დასრულდება, რასაც როგორც ბირჟა აცხადებს რამდენიმე თვე დასჭირდება.

“ეთერიუმ Classic-ის მხარდასაჭერად მალე დაიწყება ტექნიკური სამუშაოების რიგით მე-4 პროცესი. როდესაც ჩვენ მივაღწევთ ტექნიკურ ინტეგრაციის საბოლოო ტესტირების ფაზას, რომელსაც მომდევნო რამდენიმე თვეში მოვახერხებთ, ჩვენ საჯაროდ გამოვაცხადებთ სავაჭრო ოპერაციების დაწყებას ჩვენს ბლოგზე და Twitter-ზე”,-აღნიშნულია Coinbase-ის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი