ბრიტანეთის მარეგულირებელი ბანკებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აძლევს

0
1663

ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის ორგანომ ბანკებისათვის რეკომენდაციები გამოსცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ბანკები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რისკებს.

საფინანსო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკებმა უნდა მიმართონ კრიპტოვალუტით დაინტერესებული კლიენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას.

“რისკის მიხედვით მიდგომა არ ნიშნავს იმას, რომ ბანკს ამ ბიზნესში მოქმედი ყველა კლიენტის მიმართ ერთნაირი მიდგობა ჰქონდეს. ჩვენ ველოდებით ბანკების მხრიდან იმის აღიარებას, რომ საქმიანი ურთიერთობები ერთი “საერთო რისკის” კატეგორიაშიც შეიძლება განსხვავდებოდეს. ამისთვის საჭიროა ამ რისკების გაცნობიერება და სწორად მართვა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველობის ორგანო მოუწოდებს ბანკებს, რომ თანამშრომლებში კრიპტო აქტივების შესახებ ცნობიერება აამაღლონ, რათა მოხდეს რისკების იდენტიფიცირება და გამარტივდეს უერთიერთობა კრიპტოვალუტის მფლობელ კლინეტებთან.

ფინანსური მარეგულირებელი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება კრიმინალურ მოტივებს არ შეიცავს ისეთი საქმიანობის დროს, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიური განვითარება და მაღალი რისკის სპეკულაციური ინვესტიციების განხორციელება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი