ლიეტუვა ICO-სთვის ახალ რეგულაციებს ამზადებს

0
2164

ლიეტუვამ პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციისთვის ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რათა სისტემა უფრო გამჭვირვალე გახადოს.

ბანკებთან, ICO-ს ოპერატორებსა და სხვა ორგანიზაციებთან ორთვიანი კონსულტაციის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ვილიუს საპიკამ განაცხადა, რომ ICO უნდა დარეგულირდეს.

“ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოამზადა კონკრეტული იურიდიულად გაწერილი წესები ICO-ს პროექტებისთვის, რომელიც მოიცავს მარეგულირებელ, საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვას “, – განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.

მარეგულირებელი ასპექტები მოიცავს საგადასახადო, საბუღალტრო და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ სტრუქტურას. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ICO-სგან მომხმარებელებს სრული უფლება აქვთ მოგება მიიღონ იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს უსაფრთხო.

ლიეტუვას მიდგომა მიზნად ისახავს ხარვეზებზე ორიენტირებულობას, რომლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელს მიიღებს, როგორც მომხმარებელი, ისე ბიზნესი.

“ეს წესები კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო მკაფიო და გამჭვირვალე მარეგულირებელისკენ, რომელიც აღრიცხვების გარდა, დაბეგვრასაც მოაიზრებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი