პარასკევს, სამუშაო კვირის ბოლოს, ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.მიუხედავად იმისა, რომ 20 ოქტომბერს ბიტკოინმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, დღეს კურსი შემცირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 61.917 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 4.59%-ით შემცირდა.კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსის მატების მაჩვენებელი 3.21%-ს შეადგენს....
PayPal-ის თანადამფუძნებელმა, პიტერ ტიელმა განაცხადა, რომ თავის დროზე მეტი ბიტკოინი უნდა შეეძინა.პიტერ ტიელმა ისაუბრა კრიპტოვალუტებზე, ცენტრალურ ბანკებსა და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მაიამიში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკურმა ცენტრმა Lincoln Network-მა უმასპინძლა.”თქვენ უბრალოდ უნდა იყიდოთ ბიტკოინი”,- განაცხადა PayPal-ის თანადამფუძნებელმა.ტიელის თქმით, ბიტკოინის ფასის მატებით ცენტრალური ბანკები ნამდვილად...
სტაბილკოინის პროექტი, Diem–ი Facebook–ისგან დემოკრატი სენატორების საპასუხოდ დისტანცირდება. სენატორები მოითხოვენ Novi-ს კრიპტო საფულის პროექტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.Diem-ის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ სენატორებმა არასწორად გაიგეს ურთიერთობა Diem-სა და Facebook-ს შორის."Diem-ი Facebook-ი არ არის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია. Novi მხოლოდ ერთ-ერთია ათზე მეტი წევრიდან Diem Association-ში",- აღნიშნულია წერილში.სტაბილკოინის პროექტი...
Mt. Gox-ის რწმუნებული აცხადებს, რომ დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ.Mt. Gox-ის რწმუნებულის ნობუაკი კობაიაშის განცხადების თანახმად, იაპონიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვის შედეგად დაზარალებული კრედიტორების დაახლოებით 99%-ს რეაბილიტაციის პროექტი დაუმტკიცდა.აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი ტოკიოს რაიონულ სასამართლოში იყო შეტანილი.გარდა ამისა, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენენ ხმის უფლების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 83%-ს, გეგმის...
20 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ეთერიუმმა 4.000 დოლარის ნიშნულს პირველად მიაღწია. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა ფასი 4.400 დოლარამდე გაიზარდოს.უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინი 3.800-სა და 3.900 დოლარს შორის მოძრაობდა. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 3.747 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 3.883 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი...
მილიარდერი ინვესტორი, კარლ აიქენი ფიქრობს, რომ ბიტკოინი შესაძლოა, ინფლაციის შესაჩერებლად საუკეთესო გზა აღმოჩნდეს.მილიარდერმა ინვესტორმა, კარლ აიქენმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბაზრო კრიზისი. ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად კი ბიტკოინმა შესაძლოა, ადამიანებს სარგებელი მოუტანოს.შეერთებული შტატების მთავრობამ განაგრძო ეკონომიკის სტიმულირება. ინვესტორის თქმით, მას ეშინია, რომ სტიმულირების ფონზე დოლარი უფრო...
კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სენატორი, ელიზაბეტ უორენი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ადამიანიდან, რომელმაც Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს მოუწოდა, რომ პროექტი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.”თქვენი კომპანიის ირგვლივ არსებული სკანდალების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ ძლიერი წინააღმდეგობა Facebook–ის კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების მცდელობებზე, რომელიც ახლა უკვე ცნობილია, როგორც...
რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ მზარდ ინტერესს გამოხატავს. ინტერესი, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ფასის მატებასაც უკავშირდება.ხელისუფლება ბიტკოინის მაინინგის ახალ პროექტს განიხილავს, რაც ნავთობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული.გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვასილი შპაკმა წარუდგინა წინადადება რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ციფრული განვითარების სამინისტროს, რათა ქვეყნის ნავთობის საბადოების აღჭურვილობა...
ავსტრალიის წამყვანი კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერული კრიპტო შემოტევების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ინფრასტრუქტურა იქმნება.Australian Signals Directorate-ი არის სამთავრობო სააგენტო, რომელიც კიბერ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. პარლამენტში შემოღებული ახალი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ეს სააგენტო შეძლებს გაუწიოს კონტროლი ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ, საკომუნიკაციო და საბანკო სისტემებს.ამასთანავე,...
განას ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ხაზგარეშე შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავს, რათა მის გამოყენებას საზოგადოების ყველა სეგმენტში ხელი შეუწყოს."ბლუმბერგის" ინფორმაციით, განას ცენტრალური ბანკის FinTech-ისა და ინოვაციის ხელმძღვანელმა, კვამ ოპონგმა განაცხადა, რომ ქვეყნის ციფრული ვალუტა, e-cedi ხაზგარეშე ტრანზაქციებს მხარს უჭერს.ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ხაზგარეშე (ოფლაინ) ფუნქციონირება საშუალებას მისცემს იმ...