კარლ აიქენი: ინფლაციის შესაჩერებლად ბიტკოინი შესაძლოა, საუკეთესო გზა აღმოჩნდეს

0
853

მილიარდერი ინვესტორი, კარლ აიქენი ფიქრობს, რომ ბიტკოინი შესაძლოა, ინფლაციის შესაჩერებლად საუკეთესო გზა აღმოჩნდეს.

მილიარდერმა ინვესტორმა, კარლ აიქენმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბაზრო კრიზისი. ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად კი ბიტკოინმა შესაძლოა, ადამიანებს სარგებელი მოუტანოს.

შეერთებული შტატების მთავრობამ განაგრძო ეკონომიკის სტიმულირება. ინვესტორის თქმით, მას ეშინია, რომ სტიმულირების ფონზე დოლარი უფრო გაუფასურდება, რის შედეგადაც პროდუქციის ფასი გაიზრდება.

“თუკი ჩვენი მიმართულებების ტრაექტორიასა და ტენდენციას გავითვალისწინებთ, მე, ნამდვილად ვფიქრობ, რომ კრიზისი გარდაუვალია. ფულის ბეჭვდვას აუცილებლად მოჰყვება ინფლაცია. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, შეამჩნევთ ისეთი ინფლაციის ნიშნებს, რომელსაც მომავალში ძნელად გავუმკლავდებით”,- განაცხადა ინვესტორმა.

კარლ აიქენის კომენტარები ფედერალური რეზერვის თავჯდომარის, ჯერომ პაუელის აზრს შეესაბამება. პაუელის აზრითაც, ინფლაციასთან საბრძოლველად არასწორი გზაა ფულის ბეჭდვა, რადგან მიწოდების შეფერხებების გამო რისკები იმატებს ფასებთან ერთად, განსაკუთრებით კი ზოგიერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი