სამხრეთ კორეის მთავრობამ Blockchain-ის სამუშაო ჯგუფი შექმნა

0
1991

სამხრეთ კორეის მთავრობამ სეულში Blockchain ტექნოლოგიის გუნდი შექმნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურებში ტექნოლოგიის გამოყენების საკითხს შეისწავლის.

ანგარიშის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები სხვადასხვა სამთავრობო სამსახურში, მათ შორის ონლაინ საარჩევნო სისტემებში, Blockchain-ის დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლიან.

უფრო კონკრეტულად კი, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ინტეგრირებული მართვის სისტემის, ციფრული დოკუმენტების გადამოწმებისა და კონტრაქტის გაფორმების სისტემის შექმნას.

სამუშაო ჯგუფი 100 თანამშრომლისგან შედგება, რომელთა ასაკი 21-დან 77 წლამდე მერყეობს. გუნდში შედიან როგორც კორპორაციების წარმომადგენლები ასევე, სტუდენტებიც.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეა საარჩევნო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავდა.

როგორც ცნობილი გახდა, მეცნიერების სამინისტრო და ეროვნული საარჩევნო კომისია ერთად გეგმავდა ონლაინ კენჭისყრის სისტემაში Blockchain-ის დანერგვას. გავრცელებული ცნობით, საანგარიშო პერიოდი იანვარში უნდა განისაზღვროს.

საკითხი ასევე განიხილებოდა სამხრეთ კორეის ინტერნეტ უსაფრთხოების სააგენტოსთან და სეულის ეროვნული უნივერსიტეტის Blockchain საზოგადოებასთან ერთად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი