ავსტრალია კიბერ უსაფრთხოების სისტემას აუმჯობესებს

0
845

ავსტრალიის წამყვანი კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.

როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერული კრიპტო შემოტევების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ინფრასტრუქტურა იქმნება.

Australian Signals Directorate-ი არის სამთავრობო სააგენტო, რომელიც კიბერ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. პარლამენტში შემოღებული ახალი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ეს სააგენტო შეძლებს გაუწიოს კონტროლი ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ, საკომუნიკაციო და საბანკო სისტემებს.

ამასთანავე, დაზარალებულ კრიპტო ოპერატორებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რომ თავდასხმის შესახებ ASD–ის აცნობონ.

ავსტრალიური მედიის თანახმად, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს 20 ოქტომბერს წარედგინა. შესაბამისად, ამჟამად, კომიტეტი კანონპროექტის შესწავლის ეტაპზეა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარენ ენდრიუსმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ზომები უზრუნველყოფს იმ აუცილებელი სერვისების უსაფრთხოებას, რომელსაც ავსტრალიელები იყენებენ.

”ბოლოდროინდელი კიბერშეტევები და უსაფრთხოების გამოწვევები ინფრასტრუქტურაზე, როგორც ავსტრალიაში, ისე საზღვარგარეთ, ამ რეფორმებს უაღრესად საჭიროს ხდის”,- აღნიშნა კარენ ენდრიუსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი