ეთერიუმის ფასმა 4.000 დოლარის დონე გადალახა

0
922

20 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ეთერიუმმა 4.000 დოლარის ნიშნულს პირველად მიაღწია. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა ფასი 4.400 დოლარამდე გაიზარდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინი 3.800-სა და 3.900 დოლარს შორის მოძრაობდა.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 3.747 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 3.883 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე 3.736 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ეთერიუმზე ვაჭრობა 3.877 დოლარზე დაიხურა.

ეთერიუმის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 18.3%-ს შეადგენს.

დღის ბოლოს კრიპტოვალუტის ფასი 4.106 დოლარს შეადგენდა. ბოლო 24 საათის მანძილზე კი ეთერიუმის კურსი 8.02%-ით გაუმჯობესდა.

კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 20 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 484 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი