სენატორების ნაწილი Facebook-ის ციფრული ვალუტის მომხრე არ არის

0
872

კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სენატორი, ელიზაბეტ უორენი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ადამიანიდან, რომელმაც Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს მოუწოდა, რომ პროექტი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

”თქვენი კომპანიის ირგვლივ არსებული სკანდალების მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ ძლიერი წინააღმდეგობა Facebook–ის კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების მცდელობებზე, რომელიც ახლა უკვე ცნობილია, როგორც “Diem” და “Novi”,- აღნიშნულია სენატორების მიერ გაგზავნილ წერილში.

Diem-ი არის Facebook-ის ამბიციური სტაბილკოინის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მკაცრი შემოწმებისა და მარეგულირებელი დაბრკოლებების წინაშე იდგა. შედეგად, პროექტს რამდენიმე ძირითადი პარტნიორი გამოეთიშა.

Novi არის კომპანიის კრიპტო საფულე, რომელიც შექმნილია Diem-ისა და სხვა სტაბილკოინების შესანახად. Novi-ს საპილოტე პროექტი აშშ-სა და გვატემალაში Coinbase–თან პარტნიორობით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა. რიგი პრობლემების მიუხედავად, როგორც ჩანს, კომპანია კვლავ ცდილობს პროექტის გაგრძელებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი