რუსეთი მაინინგის ბიზნესის მიმართ ინტერესს გამოხატავს

0
869

რუსეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ მზარდ ინტერესს გამოხატავს. ინტერესი, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ფასის მატებასაც უკავშირდება.

ხელისუფლება ბიტკოინის მაინინგის ახალ პროექტს განიხილავს, რაც ნავთობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვასილი შპაკმა წარუდგინა წინადადება რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ციფრული განვითარების სამინისტროს, რათა ქვეყნის ნავთობის საბადოების აღჭურვილობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის გამოიყენონ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული წინადადება 7 სექტემბერს დუმაში განსახილველად იქნა შეტანილი.

კერძო კომპანიების ინიციატივა იყო, რომ გამოეყენებინათ ადგილზე მოპოვებული გაზი, ბიტკოინის მაინინგის შეუფერხებელი მუშაობისათვის და მონაცემთა ცენტრების გასაძლიერებლად.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული გაზი არ წარმოადგენს მოსახლეობისათვის მისაწოდებელ პროდუქტს. იგი სპეციფიური შემადგელობისაა და მისი გადამუშავების მექანიზმს საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამიტომ ის უბრალოდ ღია წვის გზით იხარჯება.

მთავრობამ სცადა აღნიშნული გაზის აალების შემცირება. თუმცა ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის ნიშნულის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, აალების შემცირების პროექტი აღარ განხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი