ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი გეგმავს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის პილოტზე მუშაობა დაიწყოს.ამ კვირაში გამართულ Blockchain-ისა და კრიპტოვლუტის კონფერენციაზე ბაჰამის კუნძულების ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა პეტერ თარქნესთმა განაცხადა, რომ ციფრული გადახდის სერვისის შემოღება ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.ვიცე-პრემიერი ასევე მხარს უჭერს Blockchain-ის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით, რათა როგორც ვიცე-პრემიერმა...
წმინდა ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტის ფასებს ყოველდღიურ მონაცემთა ბაზაში განათავსებს. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ოთხი კრიპტოვალუტის განთავსებაზე.ამის შესახებ ინფრომაციას ფედერალური სარეზერვო ბანკი ავრცელებს.მონაცემთა ბაზაში, რომელსაც უწოდებენ ფედერალურ სარეზერვო ეკონომიკურ მონაცემებს განთავსდება: ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.მნიშვნელოვანია, რომ ფასები მოცემული იქნება 2014 წლიდან დღევანდელ მონაცემებამდე.როგორც...
ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა შექმნა პლატფორმა, რომელიც ფინანსურ მარეგულირებლებს მონაცემთა ბაზების გაზიარების საშუალებას მისცემს.ამის შესახებ მედია საშუალება Finextra იუწყება.მარეგულირებელმა პალტფორმა უნდა გამოიყენოს ბირჟებსა ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების ავტორიზაციის პროცესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების მიერ შემუშავებული პლატფორმა ბრაზილიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასა და...
სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Blockchain-ის განვითარების სტრატეგიას 207 მილიონი დოლარით გაზრდის.სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს Blockchain-ის განვითარებას და 6 ახალი დაგეგმილი საპილოტე პროექტის განხორციელებას.ექვსივე პილოტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების, ონლაინ კენჭისყრის, გადაზიდვების, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურისა ...
Bithumb-ზე ჰაკერების თავდასხმის შემდეგ, ლაიტკოინის შემქმნელმა ჩარლი ლიმ განაცხადა, რომ ბირჟაზე თავდასხმა ბიტკოინის კურსს ფუნდამენტურად ვერ შეცვლიდა.ამის შესახებ ჩარლი ლიმ CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა."თუ ბირჟაზე საკმარისად არ არის დაცული კრიპტოვალუტების უსაფრთხოება ეს ნამდვილად არ ცვლის უშუალოდ მონეტების პროგრამული დაცულობის ხარისხს",- განაცხადა ჩარლი ლიმ.საუბრისა ლიმ აღნიშნა, რომ გასული...
მსხვილმა ესპანურმა საბანკო კონსორციუმმა Niuron-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ კონსორციუმი კლიენტის ციფრული საიდენტიფიკაციო შემოწმების მექანიზმს Blockchain-ის პლატფორმაზე განავითარებს.ბანკების ჯგუფი 2018 წლის ბოლოსთვის პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებაა.Niuron-ში მიიჩნევენ, რომ Blockchain-ის ახალი პლატფორმა გააუმჯობესებს ოპერაციების სიჩქარესა და თავიდან იქნება აცილებული თაღლითობას და ფულის გათეთრების შემთხვევები....
შვეიცარიის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის UBS Group-ის გენერალური დირექტორის სერჟიო ერმოტის განცხადებით, Blockchain-ი ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანია.ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.ერმოტიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ძირითადი ტექნოლოგია რესურსების გათავისუფლების საშუალებას იძლევა, რაც მთელ რიგ სფეროებში მიწოდების ეფექტურობას ზრდის. მან იქვე აღნიშნა, რომ Blockchain-ი არის შესანიშნავი საშუალება ხარჯების შემცირების...
სამხრეთ ინდოეთის, ქერალას მხარის მთავრობა საკვების მიწოდებისა და განაწილებისთვის Blockchain-ის გამოიყენებას გეგმავს.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება "ბიზნეს სტანდარტი" იტყობინება.ახალ პროექტს ხელმძღვანელობს ქერალას კვლევისა და ინოვაციების სტრატეგიული საბჭო. Blockchain-ი გამოიყენება რძის პროდუქტების, თევზეულისა და ბოსტნეულის მიწოდების სისტემებში.კვლევისა და ინოვაციების სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარემ, ქეიემ აბრაამმა "ბიზნეს სტანდარტს" განუცხადა, რომ...
როტერდამის ნავსადგურმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჰოლანდიური Blockchain სტარტაპის CargoLedger-თან თანამშრომლობის შესახებ, რათა Blockchain-ი გამოიყენოს ტვირთვის გადაზიდვის კონტროლისთვის.ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხის კონტროლი და შექმნას გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემა ტვირთების მართვისა და გადაზიდვისთვის.Blockchain-ის სისტემა ჩაიწერს და დაამუშავებს გემიდან მონაცემებს, რაც როტერდამის პორტების მიმღებთა მიერ დასკანირებული იქნება,...
კანადის ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კორეაში 14 ივნისს გამართულ კონფერენციაზე სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელს კითხვა დაუსვა Blockchain-ის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.სეულის საპარლამენტო გლობალური ფინანსური სტაბილურობის კონფერენციის პრეზენტაციის ნაწილის ფარგლებში, ჯეიმს ჩეპმანმა BoC’s funds-ის ფინანსური მენეჯმენტისა და საბანკო განყოფილების დირექტორმა კრიპტოვალუტას ახალი შესაძლებლობები და ამასთანავე, ფინანსური ბაზრის...