სერჟიო ერმოტი: Blockchain-ი არის შესანიშნავი საშუალება ხარჯების შემცირების კუთხით

0
1419

შვეიცარიის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის UBS Group-ის გენერალური დირექტორის სერჟიო ერმოტის განცხადებით, Blockchain-ი ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

ერმოტიმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ძირითადი ტექნოლოგია რესურსების გათავისუფლების საშუალებას იძლევა, რაც მთელ რიგ სფეროებში მიწოდების ეფექტურობას ზრდის. მან იქვე აღნიშნა, რომ Blockchain-ი არის შესანიშნავი საშუალება ხარჯების შემცირების კუთხით.

სერჟიო ერმოტიმ განაცხადა, რომ Blockchain-ი ათი წლის განმავლობაში ტრანსფორმაციული იქნება საწარმოო ღირებულების ბაზაზე და დასძინა, რომ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება პრიორიტეტული იქნება.

“ჩვენი ინდუსტრია კვლავაც ზეწოლის ქვეშ დგას. ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყო რელევანტური არა მხოლოდ კაპიტალის თვალსაზრისით, არამედ, პროდუქციისა და სტაფის შენარჩუნების კუთხითაც არის ამ ტექნოლოგიის დანერგვა”,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ UBS გასული წლის შემოდგომაზე შეუერთდა Blockchain-ის ისეთ პარტნიორებს, როგორიც არის მონრელის ბანკი, CaixaBank-ი, Commerzbank-ი და Erste Group-ი.

ერთობლივად განხორციელებულმა პროექტმა პირველი საპილოტე ტრანზაქცია აპრილში განახორციელა, რა დროსაც გერმანიიდან ესპანეთში ავტომობილები გაიგზავნა, ხოლო ავსტრიიდან ტექსტილის გადაგზავნა მოხდა ესპანეთში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი