სამხრეთ კორეა Blockchain-ის განვითარებისთვის 207 მილიონ დოლარს გამოჰყოფს

0
1856

სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Blockchain-ის განვითარების სტრატეგიას 207 მილიონი დოლარით გაზრდის.

სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს Blockchain-ის განვითარებას და 6 ახალი დაგეგმილი საპილოტე პროექტის განხორციელებას.

ექვსივე პილოტი მიზნად ისახავს უძრავი ქონების, ონლაინ კენჭისყრის, გადაზიდვების, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურისა და საბაჟო გაფორმების ელექტრონული დოკუმენტების განაწილებას Blockchain ტექნოლოგიაში.

სამინისტროს პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ უწყება შეძლებს კერძო Blockchain ინიციატივების მიღებასაც, რომლებიც ხელს შეუწყობს “ჭკვიანი ქალაქის” და “ჭკვიანი ქარხნის” პროექტებს და ასევე, Blockchain-ზე დაფუძნებულ უსაფრთხო სასკოლო საკვების სადისტრიბუციო ინიციატივას.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ Bithumb-ი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა, ამის ფონზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის ხელისუფლების მხირდან კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის სფეროში პოზიტიურად შეფასდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი